(+995 32) 2 70 79 17
პროდუქცია

კომპანია „აგროვეტსერვის+“ ზურგს უმაგრებს ქართულ ვეტერინარულ ბაზარზე მუშაობის 15 წლიანი ისტორია.

  • 2000-2007წწ შპს „ვეტაგროსერვისი“
  • 2007-2010წწ შპს „აგროვეტსერვისი“
  • 2010წლიდან შპს „აგროვეტსერვის+“

შპს „აგროვეტსერვის+“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია საქართველოში, რომელიც ემსახურება მეცხოველეობის და მეფრინველეობის აგროსამრეწველო და კერძო სექტორს. შპს „აგროვეტსერვის+“-ის ძირითადი სფეროებია:

  • სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების ვაქცინებით, ვეტერინარული პრეპარატებით, პრემიქსებით და საკვებით საბითუმო ვაჭრობა;
  • შინაური ცხოველების ვაქცინებით, ვეტერინარული პრეპარატებით, პრემიქსებით, საკვებით და აქსესუარებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
  • ჰიგიენის საშუალებებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა;
  • ძაღლების და კატების აქსესუარებით საცალო და საბითუმო ვაჭრობა.

ჩვენი კომპანია დინამიურად ვითარდება და აქტიურად აგრძელებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და ფრინველების პროფილაქტიკური და სამკურნალო ვეტერინარული პრეპარატების დარეგისტრირებას, შემოტანას და რეალიზაციას. მუდმივად ვაახლებთ ასორტიმენტს. ვეძებთ ახალ გზებს.

ჩვენ გთავაზობთ პროდუქციას, რომელსაც წარმატებით აქვს გავლილი გამოცდა პრაქტიკაში. ჩვენთან მომუშავე კვალიფიციური პროფესიონალები მუდმივად მზად არიან თქვენს დასახმარებლად.
 

ვზრუნავთ არა მარტო ფერმერებზე, ვეტერინარებზე, გლეხებზე არა მედ საზოგადოდ მათზე, ვისთვისაც შინაური ცხოველი და მასთან ურთიერთობა არა მარტო ბიზნესის წარმოების საფუძველია არამედ სულიერი მოთხოვნილებაც. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია პროდუქციის ხარისხი და უსაფრთხოება, ამასთანავე მომხმარებელი გვყავდეს კმაყოფილი.

შპს „აგროვეტსერვის+“ ჰყავს შვილობილი კომპანიები „სუპერვეტი“ და „ბიოვეტი“, რომლებიც წარმატებით ატარებენ ცხოვრებაში „აგროვეტსერვის+“ საქმიანობას.